КЛИНИКА
ТОП ИХИЛОВ
МЕЖДУНАРОДНЫЙ ОТДЕЛ

ОФИЦИАЛЬНЫЙ САЙТ

Наши телефоны
Тель-Авив:+97236053618
Москва:+74950116380
Киев:+380443920579
Заказ звонка
  • Hidden
  • Это поле используется для проверочных целей, его следует оставить без изменений.

КлиникаТоп Ихилов
Международный отдел
Официальный сайт

ქართული ენის წარმოშობის თეორიები [რედაქტირება]

ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ 17-18 საუკუნეში. ადრე კაცობრიობის ენების პრაენად აღიარებული იყო ძველებრაული, თუმცა აზიის ენებისადმი ინტერესი მაღალი იყო, რადგან მათში ხედავდნენ ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურებს. მალე უარყვეს ძველებრაული ენისგან მსოფლიო ენების წარმომავლობის იდეა და ამოტივტივდა გეოგრაფიული პრინციპი ენათა კლასიფიკაციაში. მაგალითად ადელუნგმა ქართული ენა აზიის ენათა ჯგუფს მიაკუთვნა[1].

რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას , როგორც უძველეს ქართულ ენას, გენეტურად უკავშირებდა ეგვიპტურ ენას. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ.

ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო — ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ადარებდა ეგვიპტურ დამწერლობას და მათ შორის საერთო მოხაზულობასაც პოულობდა. თუმცა, გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცისთვის ეს მსგავსება ეჭვს იწვევდა.[1]
ქართული ენის განვითარების საფეხურები [რედაქტირება]

ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ხნის მანძილზე იგი არაერთფეროვანია, მასში განარჩევენ ხანმეტობასა და ჰაემეტობას. ისინი მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით; მიუხედავად ამისა, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა.

ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს მეთორმეტე საუკუნეში. მას საფუძვლად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები — ქართლური და კახური დაედო.

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძისა და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.

თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენისთვის დამახასიათებელია ყველა ფუნქცია, რაც პოლივალენტოვან სამწერლო ენას შეიძლება ჰქონდეს. ამ ენაზე შექმნილია მდიდარი მხარტვრული, ორიგინალური, თარგმნითი, სამეცნიერო და პოლიტიკური ლიტერატურა.

ქართულ ენაზე შედგენილია მრავალი ლექსიკონი როგორც ორენოვანი (თარგმნითი), ასევე ტერმინოლოგიურ-განმარტებითი. ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ენად მიიჩნევა, მისი ლექსიკის ზრდა განუწტყვეტლივ მიმდინარეობს. დიდი ქართული ლექსიკონის შესადგენად შექმნილია სადოკუმენტაციო ფონდი, რომლის საცავში 1982 წელს 3 მილიონზე მეტი ბარათი (ლექსიკური ერთეული) ინახებოდა.
სალიტერატურო ენის ნორმათა ჩამოყალიბების ისტორიიდან [რედაქტირება]
მთავრულები ქართულში [რედაქტირება]

ზოგიერთ უცხო ენაში (რუსული, ინგლისური, სომხური …) წინადადების პირველი წევრი და კერძო სახელები მთავრულით იწერება. XIX საუკუნეში იყო შემოთავაზება ამ წესის შემოღებისა ქართული ენისთვისაც. დიმიტრი ყიფიანი ამბობდა:
ვიკიციტატა
„რატომ ასომთავრულებს აღარა ვხმარობთ? ევროპული ქრისტიანული მართლწერა გეთაკილებათ, თუ უფრო თათრულსა და არაბულს ამჯობინებთ?“

(ჟურნალი „ივერია“, 1880, N#1; გვ. 103)

მთავრულებს განსაკუთრებით იცავდა სილოვან ხუნდაძე. „სალიტერატურო ქართულში“ მან ჩამოაყალიბა თავისი აზრი. იგი ამბობს, რომ მხედრულში მთავრულებად გამოყენებული იყო ხუცური[2]. ძველად ხშირად წითლური იხმარებოდა, ე.ი. წითელი მელნით ან კინოვარით წერდნენ ხოლმე სათაურებს და „რომელიმე ტექსტის ინიციალებს“. მთავრულები ძალიან უადვილებს მკითხველს კითხვას. მათი შემოღება პრაქტიკული თვალსაზრისით გამართლებულიაო[1].
ჰაე და სანი ზმნაში [რედაქტირება]

ჰ და ს პრეფიქსები ყოველთვის დაუსრულებელ დავას იწვევდა . ზოგიერთი გრამატიკოსი ამ ნიშნებს ზმნაში ზედმეტად მიიჩნევდა, ზოგიერთი ხელშეუხებლად მიიჩნევდა. საინტერესოა ის, რომ როდესაც მსჯელობდნენ ჰ და ს ნიშნების თაობაზე, ყურადღებას არ აქცევდნენ მათი გამოყენების მორფოლოგიურ წესს, — საკითხი განიხილებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფონეტიკის თვალსაზრისით და გამოდიოდა, რომ ან ყველა ზმნასთან უნდა ეხმარათ ნიშნები, ან არც ერთთან[1].

  1. 5
  2. 4
  3. 3
  4. 2
  5. 1
(0 голосов, в среднем: 5 из 5)
ВАЖНО!
Профессор Дан Грисаро
Здравствуйте, меня зовут Профессор Дан Грисаро. С удовольствием отвечу на Ваши вопросы.
Запись на консультацию – это первый шаг к полноценной жизни без проблем со здоровьем. Не откладывайте его на потом.
Для получения индивидуальной консультации израильского врача в телефонном режиме, вам необходимо оставить свои контактные данные и информацию о своем заболевании в форме ниже.
  • Hidden
  • Это поле используется для проверочных целей, его следует оставить без изменений.

 
Отделения
Топ Ихилов
Нужна срочная консультация эксперта мирового уровня? Врачи клиники онлайн 24/7
Лучшие врачи
Профессор Цви Рам

Профессор Цви Рам

  1. 5
  2. 4
  3. 3
  4. 2
  5. 1

ведущий нейрохирург

Профессор Моше Инбар

Профессор Моше Инбар

  1. 5
  2. 4
  3. 3
  4. 2
  5. 1

Заведующий отделением радио и химиотерапии

Профессор Эли Шпрехер

Профессор Эли Шпрехер

  1. 5
  2. 4
  3. 3
  4. 2
  5. 1

ведущий дерматолог и онкодерматолог

Все врачи
Получитепрайс-лист
Точная стоимостьмедицинских услуг вклинике Топ Ихилов